რაიან გოსლინგი და ევა მენდესი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მაგრამ იდუმალებით მოცული წყვილია. პაპარაცებისთვისაც კი, საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს მათი ერთად დაფიქსირება. შესაძლოა სწორედ ამის გამო, მათზე ხშირად იწერება, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
ამ დღეებში ვარსკვლავური ოჯახი სრული შემადგენლობით დაფიქსირდა: ევა და რაიანი 3 წლის ესმერალდასთან და წლინახევრის ამანდასთან ერთად გადაიღეს. ფოტოებიდან ჩანს, რომ მათ სრული ჰარმონია აქვთ. ფილმის „სამართებელზე მორბენალი 2049“ საპრემიერო დღეების ჩავლის შემდეგ, როგორც ჩანს, გოსლინგმა ოჯახისთვის მოიცალა და მათთან ერთად მეტ დროს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ ევამ და რაიანმა ერთმანეთი 2011 წელს, ფილმის „ადგილი ფიჭვების ქვეშ“ გადაღებებზე გაიცნეს, სადაც ორივე მთავარ როლს ასრულებდა.