ზეწოლა, მუქარა, აგიტაციაში ხელის შეშლა, ინტერესთა კონფლიქტი და ამომრჩევლის მოსყიდვა – ასე გამოიყურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების მოკლე ჩამონათვალი.
ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს აქტიურად წარმართავს.
ორაგნიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის, ინფორმაციით, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგისას სრულიად ახალი ტიპის გამოწვევები დაფიქსირდა – ონლაინაგიტაცია და ყალბი ფეისბუკგვერდები. ამ უკანასკნელთან საბრძოლველად ქვეყანაში შესაბამისი მეთოდოლოგია და პასუხსმგებელი უწყება დადგენილი არ არის.
„საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში საკუთარ ფეისბუქგვერდებზე ღია აგიტაცია-პროპაგანდას აწარმოებენ. მაგ. ყვარელში რესურსცენტრის ხელმძრვანელმა ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“. ონლაინ აგიტაციაც ჩევულებრივი აგიტაციიაა და რეაგირება შესაბამისი ნების შემთხვევაში ცესკოს შეუძლია,“ – ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი.
როგორც ირკვევა, გაცილებით რთულადაა საქმე ანონიმურ ფეისბუქ გვერდებთან დაკავშირებით. მსგავსი გვერდები სოციალურ ქსელში წინასაარცევნო პერიოდში მრავლად შეიქმნა.
„ყალბი ინტერნეტგვერდები სახელისუფლებო კანდიდატზეც შიქმნა. თუმცა,უფრო ხშირად ოპოზიციონერი კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.გარდა ცრუ ინფრომაციის გავრცელებისა, ასეთი გვერდები დასპონსორებულია. უცნობია, ვინ ხარჯავს ამ ფულს და ეს ყველაფერი ოფიციალური აუდიტის მიღმა რცება. ამ მხრივ აუცილებელია ეფექტური მეთოდოლოგიის შემუშავება და პასუხისმგებელი ორგანს განსაზღვრა,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ მიხეილ ბენიძე.
გახმაურებული დარღვევები
წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დარღვევა შუახევში დაფიქსირდა. სოფელ სხეფის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დასაწყისში ფეისბუკზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, “დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება”.
მომხდარს მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. განათლების მინისტრმა მომხდარი კანონის უხეშ დარღვევად შეაფასა, სასამართლომ კი მასწავლებელი მარინე დარჩიძე 1000 ლარით დააჯარიმა.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი ცნობილ უკრაინელ ფეხბურთელს, ანდერი შევჩენკოს, უკავშირდება.
თბილისში საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის დასრულებისას ანდრეი შევცჩენკომ მოკლე კომენტარი გააკეთა.
„დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება,” – განაცხადა შევჩენკომ.
უკრაინელი ფეხბურთელის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, საიამ ცესკოს მიმართა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ფიქრობენ, რომ შევჩენკომ, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სანქცია 2000-ლარიანი ჯარიმაა.
„საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შევჩენკოს ქმედებაში კანონდარღვევა ვერ დაინახა და მის განცხადებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევიოს ოქმის შედგენა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დარღვევა „პლაკატების ომია“. სოფ. ციხისძირში სახელისუფლებო კანდიდატის პლაკატებით შადრევანი მორთეს მაშინ, როცა ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით საარჩევნო მასალების განთავსება სხვადასხვა ტიპის ნაგებობებზე იკრძალება . ურთიერთბრალდებები პლაკატების დაზიანება-ჩამოხევასთან დაკავშირებით, როგორც ოპოზიციის, ასევე სახელისუფლებო კანდიდატების მხრიდანაც ისმის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში მიღებულ საჩივრებში სწორედ აგიტაცია-პროპაგანდის წესების დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სჭარბობს.
„წინასაარჩევნო პერიოდში ცესკომ 115 საჩივარი მიიღო. მათი უმრავლესობა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და აგიტაციის წესების დარღვევას ეხებოდა. საჩივრების ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილი კი განხილვის სტადიაშია. 12 შემთხვევაზე უკვე დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. რაც შეეხება ონლაინ აგიტაციას, ცესკომ უკვე დააჯარიმა პირი, რომელმაც აგიტაციისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადმინისტრაციული ვებგვერდი გამოიყენა. პირადი გვერდების კონტროლი, იქ გაკეთებული განცხადებების მონიტორინგი ცესკოს კომპეტენციაში არ შედის და კანონით არ არის განსაზღვრული,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ ცესკოს პრესსპიკრმა ანა, მიქელაძემ.
ონლაინაგიტციის ეფექტურად სამართავად არასამთავრობო სექტორში ახალი მეთოდოლოგის დანერგვასა და საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ, მანამდე კი ყალბ ინფორმაციასთან საბრძოლველად მნიშვნელოვან როლს მედიას აკისრებენ.
თამუნა გოგუაძე