LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამინდი უარესდება: მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი

120
FORTUNA.GE- (1)

მომდევნო დღეების განმავლობაში სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 იანვარს ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ასევე ნავარაუდევია ნისლი და ქარბუქი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლოა, ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის საშიშ ნიშნულებამდე მატება გამოიწვიოს:

“მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურებას გამოიწვევს.

საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.” – აცხადებენ სააგენტოში.

magti 5g