LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ სისტემები, რომლის დანერგვასაც კახა კალაძე მერიაში გეგმავს (ფოტო, ვიდეო)

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა, მერიის სრულად ინოვაციურ სისტემაზე გადართვას გულისხმობს.

“ფორტუნა” გთავაზობთ იმ გეგმებს, რომელიც კახა კალაძემ, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს წარუდგინა. ამ საკითხის პრეზენტაციაში კალაძეს, “სტარტაფების” გამარჯვებული ლაშა კვანტალიანი დაეხმარა.

  • ქალაქის ერთიანი ინტერაქტიული რუკა

ეს ერთის მხრივ გულისხმობს ყველა იმ პროცედურის მიბმას, რომელიც დღეს არსებობს მერიაში: იქნება ეს მიწების შემოწმება თუ სხვა სერვისი.

ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ტურისტების რაოდენობა მატულობს და მნიშვნელოვანია ამ ნაკადს

მომზადებულები დავხვდეთ. ამ რუკაზე იქნება დატანებული ყველა მნიშვნელოვანი ადგილი თბილისში: ტურისტული მარშრუტები, მაღაზიები, ღირსშესანიშნაობები.

ეს ინფორმაცია იქნება ღია და ხელმისაწვდომი, ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის.

 

  • მოძრაობის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა

ქალაქში დაყენდება კამერები, რომლებიც დააკვირდება მანქანების მოძრაობას, ისინი ნახავენ თუ სად იქნება საცობები. ეს ინფორმაცია შეგროვდება, კომპიუტერული ალგორითმის საშუალებით გაუკეთდება ანალიზი, რაც მერიას საშუალებას მისცემს სწორი დასკვნები გააკეთონ – რატომ იქნება საცობები და ა.შ.

ყველა სატრანსპორტო სისტემა GPS-ით აღიჭურვება. ეს ინფორმაცია თავს მოიყრის, ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში. ეს სისტემა შესაძლოა გუგლის რუკას მიუერთდეს. ნებისმიერ კომპანიას შეეძლება ეს ინფორმაცია მიიღოს და ბიზნესის გასავითარებლად გამოიყენოს.

“დღეს ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც თბილისს აწუხებს საცობებია. ამ რპოგრამის დანრგვით, გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ ის ე.წ. შავი ხვრელები და როდესაც გამოვლინდება ეს ადგილები, უკვე იოლი იქნება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა კალაძემ.

 

  • თბილისის მმართველობაში, თითოეული თბილისელის ჩართვა

შეიქმნება ერთიანი პლატფორმა. კომპიტერის, მობილურისა და პლანშეტის საშუალებით, თბილისის ნებისმიერ მცხოვრებელს შეეძლება დარეგისტრირდეს ამ სისტემაში. ის შეძლებს შემდეგი ფუქნციების განხორციელებას: საკუთარ უბანში სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა; ქალაქის ბიუჯეტის გაკონტროლება, პრობლემის შეტყობინების სისტემა, მერისთვის იდეის შეთავაზება.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია თანამედროვე და ინოვაციური ორგანო იყოს. თუ შემოთავაზებული იდეები იქნება მისაღები, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ განხორციელებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები