LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა

84
363364bcc9c6848267ca5fcc1a18f3fc

2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 192.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 189.5 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2,3 ლარით არის შემცირებული. შარშან დეკემბერში საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებელს, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,6 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 170.5 ლარი გახდა. ნოემბერში ეს თანხა 167.9 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქსტატმა საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო. ახალი პროგრამის მიხედვით, გამოქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, შესაბამისად, მაჩვენებელი აღარ იქნება ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g