LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს

44

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

კობახიძის განცხადებით, ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი და პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხელმოწერასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმასთან მიმართებაში რეალურად არაფერს ცვლის.

ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამჯერად მაინც მიიღებს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტილებას და ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, მაშინ მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე,“- განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, 18:00 საათზე, პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები