ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მომღერალ ნინი ქარსელაძისა და მისი რჩეულის, თაზო ჯახუტაშვილის ურთიერთობას. თუმცა, ნინის მასთან ერთად საჯარო ფოტო ოფიციალურად სოციალური ქსელის არც ერთ პლატფორმაზე არ გამოუქვეყნებია.
სამაგიეროდ, ზურა ხაჩიძემ გაავრცელა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ვიდეო, რომელშიც ნინის რჩეულიც მონიშნა.
გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული იუბილარია. მან დაბადების დღე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.