LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებენ

80
FORTUNA.GE-

“ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები, რომელთა დაცვაც ევალებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრის სახელმწიფოები ერთიანია.” – ამ განცხადებას ჯანდაცვის კომისარი სტელა კირიაკიდესი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აკეთებს და კომპანია “ასტრაზენეკას” კიდევ ერთხელ ახსენებს ნაკისრ ვალდებულებებს.

კომისარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ვაქცინების მწარმოებელი “ასტრაზენეკასგან” მოითხოვეს დეტალური გეგმა, თუ როდის მოხდება ვაქცინების განაწილება სახელმწიფოებზე. კირიაკიდესი წერს, რომ ოთხშაბათს ჩანიშნულია კიდევ ერთი შეხვედრა, აღნიშნული საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით.

როგორც ჯანდაცვის კომისარი წერს, ორშაბათს, “ასტრაზენეკას” წარმომადგენლებთან შეხვედრამ, უკმაყოფილება გამოიწვია არასაკმარისი სიცხადისა და განმარტებების გამო.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებულ წესებს გადახედავენ და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიმართავენ.

შეგახსენებთ, “ასტრაზენეკამ” ევროკავშირს გასულ კვირას განუცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნა, ამის გამო კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვაქცინის გათვალისწინებულზე ნაკლებ რაოდენობას მიიღებდა, შედეგად, ევროკავშირმა,ქვეყნებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g