LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოჩაღ გოგა: საუკეთესო შედეგი ნბა-ში – 10 ქულა 12 წუთში

116
Goga-Bitadze-Cover

გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მას აქამდე ნბა-ში 4 ათქულიანი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ახლა კი მეხუთედ იყოჩაღა.

“ინდიანას” ქართველი ცენტრი “ტორონტო რეპტორსთან” მოგებულ შეხვედრაში (129:114) 11:57 წუთი ათამაშეს და თავიც გამოიჩინა – ბითაძემ 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

გოგამ ხუთიდან სამი 2-ქულიანი ჩააგდო, ერთხელ სამქულიანიც ისროლა, თუმცა არაზუსტად. სამაგიეროდ, ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა და საჯარიმოების 100-პროცენტიანი შედეგი დააფიქსირა. მოხსნებიდან, ორივე დაცვაში ჰქონდა. გარდა ამისა, მის აქტივში 2 დაფარებაცაა. საბოლოოდ, +/- კოეფიციენტი -2 გამოუვიდა.

ის, რომ ბითაძე თითქმის 12 წუთი ათამაშეს, დომანტას საბონისის ტრავმის დამსახურებაა. ლიეტუველმა მხოლოდ 10:48 წუთი ითამაშა და ამ დროში 11 ქულა ჰქონდა. “ინდიანადან” საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი გამოდგა, რომელმაც 36 ქულას, 7 მოხსნას და 9 პასს მოუყარა თავი. მაილს ტერნერის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლია – 21 ქულით და 10 მოხსნით.

17 მატჩის შემდეგ, 10 მოგებით და 7 მარცხით “ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. “პეისერსი” მომდევნო თამაშს 28 იანვარს, “შარლოტთან” გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები