LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სტუმრებს დღესაც შეუძლიათ ჩამოვიდნენ და აჭარაში დაისვენონ – მაია ცქიტიშვილი

80
140642704-4046200672079691-1901569650132682890-o

ვიცე- პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს დღესაც შეუძლიათ იმ რეისებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებთან აკავშირებს, ჩამოვიდნენ და აჭარაში დაისვენონ. როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, ტურისტებს ეტაპობრივად გახსნილი ქვეყანა და მომზადებული ტურისტული სექტორი ხვდება.

„რას ვახვედრებთ ტურისტებს – ეტაპობრივად გახსნილ ქვეყანას, ეტაპობრივად უკვე მომზადებულ ტურისტულ სექტორს, ვახვედრებთ ჯერ პირველ ეტაპზე გარე სივრცეში მოქმედ სავაჭრო ქსელს და ასევე შეგახსენებთ, რომ სასტუმროები დაკეტილი არ გვქონდა არსად, გარდა სათხილამურო კურორტებისა. დღესაც ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს შეუძლიათ იმ რეისებით, რა რესიებითაც დღესაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს სხვა ქვეყნებთან, ჩამოვიდნენ დაისვენონ აჭარაში, ზამთრის ტურიზმიც არსებობს, რა თქმა უნდა აჭარა არ არის ლოკაცია, სადაც ჩვენ ზამთარში ვისვენებთ,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g