LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგი დროებით საგაკვეთილო პროცესიდან ჩაიხსნა – ქუთაისის სკოლის მასწავლებელს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

207
მოძალადე მასწავლებელი

ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებელს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს, სოციალურ ქსელში მშობელი აქვეყნებს. როგორც იგი აღნიშნავს სკოლაში, ისტორიის პედაგოგი ბავშვს გაკვეთილის მსვლელობისას ფიზიკურად ეხება და შეურაცხყოფას აყენებს.

„ფორტუნა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მაია ცქიტიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, რესურსცენტრისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ, თუმცა მისი ინფორმაციით, პროცესში ჩართულია სკოლის დირექცია და მანდატურის სამსახური.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოკითხვა, ხოლო სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პედაგოგი დროებით საგაკვეთილო პროცესიდან ჩაიხსნა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რესურსცენტრი სკოლის დირექციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორის დიმიტრი ქარსელაძის განცხადებით, უკვე გამოიკითხა მასწავლებელი, ახლა კი მოსწავლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

„ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში, მოსწავლის უფლება იყოს დაცული. მანდატურებმა უკვე გამოკითხეს ეს მასწავლებელი, ახლა მიმდინარეობს მოსწავლეებთან გასაუბრება.“ – აცხადებს სკოლის დირექტორი.

 

პოპულალურები