LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე 64 წლის მასწავლებელი დააკავეს

54
ქალთა მიმართ ძალადობა

მოსწავლის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე 64 წლის პედაგოგი დააკავეს. შემთხვევა ჩოხატაურში მოხდა. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მასწავლებელი უკვე დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა, სკოლის შენობაში, საკუთარ მოსწავლეზე, რომელიც აბიტურიენტია, სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.

მედიის ინფორმაციით, ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ პედაგოგი ფაქტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გამოძიება სსკ 138-ემუხლით მიმდინარეობს.