LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გულწრფელად ვთხოვე, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს” – მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს

163
მაიაა

“გულწრფელად ვთხოვე, დავუბრნდე ჩემს ოჯახს და შესაბამისად, ის ცხრაწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა დავასრულო ამით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მან მის შემცვლელს წარმატებები უსურვა.

“ბატონი ირაკლი, როგორც ითქვა არის ჩემი პირველი მაოდგილე 3 წლის განმავლობაში. მასთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ, წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია რომ ირაკლი და ჩემი არსებული მოადგილეები, გუნდი, რომელიც სამინისტროში ერთად შევქმენით, გააგრძელებენ იმ საქმეებს, რომლებიც ერთად წამოვიწყეთ.ვფიქრობ, სხვადასხვა პოზიციაზე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე.

მადლობა მინდა ვუთხრა, ბატონ გიორგი გახარიას, რომლის პრემიერ-მინისტრობის დროს მთელი ჩვენი გუნდი ძალიან ეფექტურად მართავდა პანდემიურ პერიოდს”.-თქვა მაია ცქიტიშვილმა და მადლობა ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები