LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის კურორტები ისევ არ იხსნება – შეზღუდვები ძალაში რჩება

80
e0b863f873638efa81a0f8773b39882d-XL

მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტაბილური დინამიკის შემთხვევაში, ეტაპობრივად, სხვა შეზღუდვების მოხსნაც იქნება განხილული.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. შესაბამისად, შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ამ ეტაპზე, ზამთრის კურორტებთან მიმართებაში, ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება, კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, კერძო მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. სხვა ქვეყნების პრაქტიკას უნდა გადაავლოთ თვალი და ნახავთ, რომ ასევე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე არ ფუნქციონირებენ და ნახავთ იმასაც, რომ შეზღუდვები კი არ მსუბუქდება ზამთრის კურორტებზე, არამედ პირიქით, ხანგრძლივდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ზამთრის კურორტები ნამდვილად წარმოადგენენ ეკონომიკის დიდ ნაწილს “, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, 8 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი აღადგენს მუშაობას, ასევე 8 თებერვლიდან გაიხსნება ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები