LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

215
axali kabineti

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ორი ახალი სახე წარადგინა. თავდაცვის მინისტრად წარდგენილია მისივე ყოფილი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

კერძოდ:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი – ჯუანშე ბურჭულაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g