LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ჩემი ერთადერთი ნანატრი შვილია – 4 წლის გოგონას დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

414
BeFunky-collage

4 წლის გოგონას, ქეით ახვლე­დი­ანს, რო­მე­ლიც ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას დედა კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნი ავ­რცე­ლებს.

„ეს ჩემი ქეითია. ის ჩემი ერთადერთი ნანატრი შვილია, რომელიც ოთხი წლის წინ დაიბადა და ერთიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი, ახლაც ვარ უბრალოდ ძალიან მეშინია ამ ბედნიერების დაკარგვის ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც რაიონში წავიყვანე დასასვენებლად და მაღალი სიცხეები დაეწყო. ის პერიოდი იყო, როდესაც ღორის გრიპის გამო ადამიანები იღუპებოდნენ.

შემეშინდა ღორის გრიპი არ ყოფილიყო ექიმებსაც ვეკითხებოდი ხომ არ იყო ეს ის გრიპი, თუმცა მპასუხობდნენ, რომ ნუ მეშინია, რადგან ჯერ იმ რაიონში არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. სიცხეები კი არ უვარდებოდა. დავრეკე მის ექიმთან თბილისში ავუხსენი მდგომარეობა და მითხრა ამეღო სისხლის ანალიზი და გამოეგზავნა და მეჩვენებინა.

წავედით ადგილობრივ კლინიკაში ავიღეთ ანალიზი და გვითხრეს, რომ საათი ნახევარში იქნებოდა პასუხი. ის ის იყო კლინიკიდან მივედით სახლში რომ ჩემი ბიძაშვილი თავკუდმოგლეჯილი შემოვარდა არაფერი არ აგვიხსნა და გვითხრა რომ სასწრაფოდ თბილისში მივდივართ.

ჩავჯექით მანქანაში ვეკითხები რა მოხდა მითხარითქო.არ ვიცი მითხრეს, რომ ცუდი ანალიზები აქვს სასწრაფოდ წაიყვანეო. მეგონა მიმალავდა რაღაცას და ვეხვეწებოდი, რომ ეთქვა ღორის გრიპი იყო თუ არა. ჩამოვედით თბილისში, მოვხვდით ეგრევე რეანიმაციაში შეაერთეს სხვადასხვა აპარატზე და იმ წუთიდან ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.

ამოდიოდნენ ექიმები უკეთებდნენ სხვადასხვა ანალიზებს რაღაცეებს მეუბნებოდნენ რომელიც არ მესმოდა მხოლოდ კალთაში მყავდა ბავშვი მაგრა ჩახუტებული (რადგან ლოგინში არ ჩერდებოდა) რამდენიმე დღემ ასე გაიარა. ვუყურებდი როგორ იღუპებოდნენ ბავშვები იმ განყოფილებაში და მეშინოდა შემდეგი ჩვენ არ ვყოფილიყავით. ბოლოს კი მითხრეს რომ მას ჰქონდა ლეიკემია და ასევე ღორის გრიპი, რომლისგანაც უკვე განკურნებული იყო. ლეიკემია მხოლოდ ტელევიზორში მქონდა გაგებული სადაც ხალხი დახმარებას ითხოვდა, შემდეგ გავიგე რომ ეს იყო იგივე სისხლის გათეთრება, თუმცა მამშვიდებდნენ, რომ მას არ ჰქონდა რთული ფორმა ეს საქართველოშიც კი იმკურნებოდა, აი რისიც უნდა შემშინებოდა ეს იყო რეციდივი, რომელზეც რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო რომ ქეითს არ დაემართებოდა, რადგან კვლევების მიხედვით რეციდივის შანსი იყო 0.04%.

მეორედ თავზარი დამეცა, როდესაც მითხრეს, რომ ქიმიებით აპირებდნენ მკურნალობას არც ეს ვიცოდი, და ბოლოს როდესაც ძალიან ვინერვიულე ეს იყო ქიმიებისგან გამოწვეული თრომბი ფაქტიურად მეორედ გადაურჩა სიკვდილს. ენით აუღწერელი დღეები გავიარე ღამე არ ვიძინებდი მეშინოდა ვაითუ დილით ცოცხალი არ დამხვედროდა, და როდესაც მაინც დამეძინებოდა და თვალს ვახელდი ეგრევე გიჟივით მივვარდებოდი ვაკვირდებოდი სუნთქავდა თუ არა… ასე გადიოდა თვეები ვიჯექი მის ლოგინთან და ღამეებს ვათენებდი ქიმიის თვლით რომელიც წვეთ წვეთად ისხმებოდა მის სხეულში… და ეს ყველაფერი შარშან დასრულდა.

გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ, მიუხედავად პანდემიისა ბედნიერი ვიყავი სახლში რომ ვიყავი გამოკეტილი ჩემს შვილთან ერთად. მოვიდა ახალი წელი ათასი სიურპრიზი მოვუმზადე ახალი წლის შემდეგ კი დაბადების დღე ჰქონდა. ოთხი წლის გახდა გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ თუმცა კლინიკაში მორიგ კონტროლზე მისულებს შეგვატყობინეს რომ რეციდივი აქვს.

ყველაფერი თავიდან იწყება თუმცა ამჯერად ფინალი არ ვიცით.

მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება რომელიც საქართველოში არ კეთდება საზღვარგარეთ კი დიდი თანხა სჭირდება… ისევ ვკარგავ ჩემს პატარას. დამეხმარეთ“- წერს გოგონას დედა სოციალურ ქსელში.

0901200127

ზარი ერთი ლარი.
საქართველოს ბანკი

GE95BG0000000345929036

მიმღები დედა კარინა გრიგორიანი

თიბისი ბანკი

GE60TB7108745064300024

მიმღები მამა დავით ახვლედიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g