LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარინა აღარაა, მაგრამ ბავშვისთვის იბრძვის ახლა მამა, რომელიც ამ ტექსტს წერს“ – კარინა გრიგორიანის მეუღლე საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

391
BeFunky-collage (1)

„კარინა აღარაა, მაგრამ ბავშვისთვის იბრძვის ახლა მამა, რომელიც ამ ტექსტს წერს. მეგობრებო, თქვენი დახმარების იმედი მაქვს ტრადიციულად“ – ამის შესახებ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვიკა ბუკია წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და მოქალაქეებს კარინა გრიგორიანის მეუღლის პოსტს უზიარებს.

დავით ახვლედიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

“ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობდით, ბევრს გიყვარდათ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, დავმარცხდით” – კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

“შვილი გადაარჩინა, თავად კი… რა ბედნიერი იქნება ქეითი წლების მერე, ჯანმრთელი, გაზრდილი, კარინას პოსტებს რომ წაიკითხავს და შეიტყობს რა სასწაული დედა ჰყავდა”

“ასე დამიტოვა გული კარინამ და ჩემი გულის ნაწილი წაიღო” – რას წერს ირინა სარიშვილი კარინა გრიგორიანზე

 

„გუშინ გვქონდა ვიზიტი, თანდათან წინ მივიწევთ, მე როგორც მეგონა თვის დასაწყისში იქნებოდა ძვლის ტვინის ფუნქცია არ ყოფილა ეგრე, მარტში იქნება, სოკო და ბაქტერია წამლის მიღების შემდეგ შემცირდა ესეც კარგი ამბავია რა თქმა უნდა.

უფლის წყალობით აღარ დაგვიბრუნდება ეს დაავადება და ჩვენც შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას♥️♥️♥️

ახლა საბუთებს რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი, მასაც კი ეგონა რომ აქ ჩაბარებული ვიყავით და დახმარებას ვიღებდით, როდესაც ჩემგან გაიგო რომ ერთი თეთრიც კი არ ამიღია მე აქ, გაოცებული იყო.

დოკუმენტებს რაც შეეხება თითქმის მოვრჩი, ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით რომ ბინადრობის უფლება გაგვიხანგრძლივონ, რადგან როდესაც დავბრუნდებით საქართველოში და ვიზიტზე ჩამოვალთ პრობლემა არ შეიქმნას, იანვრის შუა რიცხვებში დაბარებულები ვართ კომისიაზე და 99% დახმარებას დაგვინიშნავენ. მანამდე კი სათხოვარი მაქვს თქვენთან, მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო და თხოვნით არ მოგმართოთ თავი არ მოგაბეზროთ, როცა დახმარებას ვითხოვ ძაალინ უკან ვარ, რაც შემეძლო მეთხოვა ჩემი ახლობლებისთვის ვთხოვე, სესხადაც რაც შემეძლო ვისესხე.

აქაც ძალიან გაძვირდა ცხოვრება ადრე თუ 100 ევრო მყოფნიდა პროდუქტებზე ახლა 150 თიც კი აღარ ყოფნის, ასევე წამლების გარკვეულ რაოდენობას მე ვყიდულობ.

ხო კიდევ ქეითის დაბადების დღე მოდის და ყოველ დღე ახალ-ახალ სურვილს მიმატებს???, მიჩვეულია არასდროს არაფერზე უარეს არ ვეუბნები(ამაში თქვენი უდიდესი დამსახურებაც არის)♥️♥️♥️

სულ ცოტაც მეგობრებო და აღარ შეგაწუხებთ. კიდევ ნაწერში დაშვებული შეცდომებისათვის ბოდიში, გადაკითხვითაც კი ვერ გადავიკითხე, უდიდესი უხერხულობის შეგრძნება მეუფლება და ვნერვიულობ, როდესაც მსგავს ტექსტ ვწერ?

 

კარინა აღარაა, მაგრამ ბავშვისთვის იბრძვის ახლა მამა, რომელიც ამ ტექსტს წერს. მეგობრებო, თქვენი დახმარების იმედი მაქვს ტრადიციულად ❤️

Posted by Vika Buratinchenko on Thursday, 29 December 2022

 

 

ვისაც რა შეგიძლიათ ♥️♥️♥️ მადლობა ქეითის სახელით თქვენ♥️♥️♥️ რომ არა თქვენი გვერდში დგომა წარმოდგენაც კი არ მაქვს აქამდე როგორ მოვიდოდით♥️♥️♥️, – წერს დავით ახვლედიანი და პოსტს ანგარიშის ნომერს ურთავს.

თიბისი ბანკი
#GE60TB7108745064300024

საქართველოს ბანკი
#GE03BG0000000024090900“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები