LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობდით, ბევრს გიყვარდათ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, დავმარცხდით” – კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

6128
BeFunky-collage (3)

კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, კარინას შვილი ქეითი უკვე მეორე წელია, რაც ლეიკემიას ებრძვის. ბავშვს ძვლის ტვინი იტალიაში გადაუნერგეს. კარინა შვილის დონორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე გახდა ცუდად. შვილის სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში ჩასულ კარინას მძიმე სენი დაუდგინეს. ქეითს ძვლის ტვინი მამამ გადაუნერგა და გოგონა რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

ის ჩემი ერთადერთი ნანატრი შვილია – 4 წლის გოგონას დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

რას წერს პატარა ქეითის დედიკო, რომელმაც შვილთან ერთად თავი გადაიპარსა და ამით მას განცდა შეუმსუბუქა

“მშვენივრად დაწყებული დღე დასრულდა საშინლად .

ვზივარ იატაკზე ალბათ ერთ საათზე მეტია მეტირება . ვერ ვტირი ოღონდ . და ისე პატარაა სამყარო , ისე უსამართლო და ისე საძაგელი , უუფ …

გული მწყდება , რომ მისი კარგად გაცნობა ვერ მოვასწარი , კიდევ უფრო მეტად დამეგობრება . რომ მესწავლა როგორი დედა უნდა ვყოფილიყავი . ამაზე დიდი მაგალითი და შესაძლებლობა არც მექნება ალბათ .

არა , არ ყოფილა იმაზე რთული დათოსთვის მისი წასვლის შესახებ მე მეთქვა , ვიდრე კლინიკიდან ჩემს ტელეფონზე შემოსული ზარი , რომლითაც შემატყობინეს , რომ კარინა აღარ იყო .

ყველაზე რთული ყოფილა . არ ვიცი რა ძალამ შემაძლებინა დამერეკა და ეს საშინელი ამბავი მეთქვა .
მიწა გეცლება ფეხიდან და არც გეცლება . ხარ და არც ხარ . უსამართლობის განცდა გჭამს და რა ვიცი . ვიცი , რომ ბევრი გულშემატკივრობდით , ბევრს გიყვარდათ . მიუხედავად ყველა მცდელობისა , დავმარცხდით და კარინა გრიგორიანი გარდაიცვალა”, – წერს მარიამ სირბილაძე.

„მი­თხა­რი “ისი­ნი და­გეხ­მა­რონ”-ო, ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?” – რას წერს კარინა გრიგორიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე და როგორ პასუხობს ტელეწამყვანი პრეტენზიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g