4 წლის ქეით ახვვლედიანს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქზე” გოგონას დედამ, კარინა გრიგორიანმა გაავრცელა.
დღეს, ირინა სარიშვილმა გააზიარა კარინას პოსტი და ფოტო.
“ეს ჩვენი პატარა ქეით ახვლედიანია დედიკოსთან, კარინა გრიგორიანთან ერთად.
“ბოლომდე თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი როგორ მეთქვა რომ თმები უნდა გადამეღო. დღეს მოვიკრიბე ძალა დავუჯექი და შევეცადე დამეწყო ახსნა იცი დედიკო თმები უნდა შევიჭართთქო და ეგრევე მიპასუხა კი დედიკო ძალიან მცვივა თმებიო…
არ იმჩნევდა ვითომ ძალიან უხაროდა თამაში თამაშიც გადავიღეთ, მაგრამ მე ხომ ვიცი ეს მისთვის რაც იყო… ” – აი რას წერს პრანჭია ქეითის ძალიან მაგარი დედიკო, რომელმაც შვილთან ერთად გადაიპარსა თავი და ამით პატარას განცდა შეუმსუბუქა.
სულ ცოტა დარჩა ოპერაციისთვის საჭირო მინიმალური თანხის ასაგროვებლად – 10 ათას ევროზე ნაკლები. იმისათვის რომ ქეითი საზღვარგარეთ ამ კვირაშივე გაემგზავროს, საჭირო თანხის 90 პროცენტი უკვე შეგროვებულია.
სულ ცოტა დაგვრჩა ამ ეტაპისთვის ასაგროვებელი, მაგრამ დროც ძალიან ცოტაა – ქეითი ამ კვირაში უნდა გაემგზავროს საზღვარგარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აქ მოუწევს განმეორებითი ქიმიის ბლოკი, რაც ძალიან არასასურველია.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ამას შევძლებთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე და პატარა ქეითი გადარჩება!
0901200127
ზარი ერთი ლარი.
საქართველოს ბანკი
GE95BG0000000345929036
მიმღები დედა კარინა გრიგორიანი Karina Grigoriani
თიბისი ბანკი
GE60TB7108745064300024
მიმღები მამა დავით ახვლედიანი