ლეგენდარული ჯგუფის, Genesis-ის ფრონტმენმა, ფილ კოლინსმა მაიამის სანაპიროზე მდებარე უზარმაზარი ვილა 40 მილიონ დოლარად გაყიდა. სახლის საერთო ფართობი 5000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
სახლის ეზოში უზარმაზარი ღია აუზია მოთავსებული. თავად ინტერიერი კი ესპანურ სტილშია გადაწყვეტილი და რაც მთავარაია, სახლიდან ოკეანეზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება.