LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბენიფერი“ სახლს ყიდულობს – ნახეთ ვარსკვლავური წყვილის ახალი სასიყვარულო ბუდე

5260
page

ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯენიფერ ლოპესი მაიამიდან ლოს-ანჯელესში, ბენ აფლეკთან საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს. ინსაიდერები წყვილის ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ალაპარაკდნენ. როგორც ჩანს, „ბენიფერი“ ერთად ცხოვრებას აპირებს.

„ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია“ – ჯეი ლო ბენ აფლეკთან განახლებულ რომანზე პირველად ალაპარაკდა

ფოტო: სიყვარულით გასხივოსნებული “ბენიფერი” სრული შემადგენლობით – წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს

დასავლური მედია წერს, რომ ჯეი ლო და ბენი სახლს აქტიურად ეძებენ. უკანასკნელად ისინი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში, „საუტ-მაილტონ-დრაივზე“ გადაიღეს. მათ სახლი დეტალურად დაათვალიერეს და იქ ღამეც გაატარეს. წყვილთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, მათ აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსი საოცრად მოეწონათ.

ახლა გადავხედოთ „ბენიფერის“ მორიგ სასიყვარულო ბუდეს. სახლის ღირებულება 65 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი საერთო ფართი კი 31 450 კვადრატული მეტრია. საცხოვრებელი კომპლექსი ორსართულიანია. სახლში განთავსებულია ლიფტი, ღია და დახურული აუზები, ფიტნეს დარბაზი, სპა-ცენტრი, სათამაშო ოთახი, გოლფის მოედანი  და საოჯახო კინოთეატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები