LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია“ – ჯეი ლო ბენ აფლეკთან განახლებულ რომანზე პირველად ალაპარაკდა

1499
page

უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოება ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განახლებულ რომანს ადევნებს თვალს. ინტერნეტსივრცეში მათი ერთობლივი ფოტოებიც აქტიურად ვრცელდება, თუმცა, აღნიშნული თემის შესახებ კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. და აი, სულ ცოტა ხნის წინ 51 წლის ჯეი ლო ზეინ ლუს რადიოშოუში იმყოფებოდა, სადაც საკუთარ ემოციებსა და გრძნობებზე საჯაროდ ისაუბრა.

არცერთი წუთი ერთმანეთის გარეშე – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები

„ამაზე კარგად არასდროს ვყოფილვარ,  თავს დიდებულად ვგრძნობ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს ყველაფერი განმეორდებოდა. ზუსტად იქ ვარ ახლა, სადაც უნდა ვიყო, მომწონს ის სიყვარული, რომელიც ამჟამად ჩემ ირგვლივ ტრიალებს და ვაფასებ ყველა კეთილ სურვილს, რომელსაც ვიღებ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია“, – განაცხადა ლოპესმა.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავს კონკრეტული სახელი არ უხსენებია, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სიტყვები ბენ აფლეკსა და 17 წლის შედეგ განახლებულ რომანს ეხება.

ფოტო: სიყვარულით გასხივოსნებული “ბენიფერი” სრული შემადგენლობით – წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები