LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი წუთი ერთმანეთის გარეშე – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები

14199
Untitledf

რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა 17 წლის შემდეგ რომანი განაახლეს. რაც დრო გადის მათი ერთად ხილვა უფრო და უფრო ხშირი მოვლენა ხდება. რამდენიმე დღის წინ წყვილი შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში, გასართობ პარკში გადაიღეს. ისინი საოცრად ბედნიერები იყვნენ და როგორც ფოტოებიდან ჩანს, მშვენივრად ერთობოდნენ.

ფოტო: სიყვარულით გასხივოსნებული "ბენიფერი" სრული შემადგენლობით - წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს

51 წლის ჯენიფერს 13 წლის ტყუპები ახლდა, ბენი კი 9 წლის ვაჟთან, სემუელთან ერთად იყო

ახლახანს კი „ბენიფერი“ ჰოლივუდში, ლონგ-აილენდში სეირნობისას გადაიღეს. წყვილი ჩახუტებული სეირნობდა და ბევრს საუბრობდა. 51 წლის ჯეი ლოს თეთრი სპორტულები ამშვენებდა, ის უმაკიაჟოდ იყო, 48 წლის ბენს კი თეთრი ჰუდი და კრემისფერი შარვალი ეცვა. მოგვიანებით მათ მეგობრებიც შეუერთდნენ.

აი საიდან დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „მეორედ მოსვლის“ შესახებ ახალი დეტალები იკვეთება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები