LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით, მიდგომა ადეკვატური უნდა იყოს: მიხეილ სარჯველაძე

91
მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი მიმართულება, მწყობრი და სამართლიანი, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა.

ამ განცხადებით სარჯველაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, გასულ კვირას ინიცირებული  -„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები შეაფასა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანა, სხვადასხვა სიმძიმისა და ხარისხის დანაშაულებთან მიმართებაში, სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას გააჩენს. დეპუტატის შეფასებით, უშუალოდ ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებითა, მიდგომა ადეკვატური უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ახალი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ეს გახლავთ მწყობრი და სამართლიანი, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, კანონპროექტი თავისი არსით, რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებაში, ახალი რეგულაციების დამდგენია, რომლის თანახმადაც, გარკვეულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, განსხვავებული მიდგომები, დოზების მიხედვით იქნება დაწესებული.

ეს კი დეპუტატის თქმით, შესაძლებლობას გააჩენს – სხვადასხვა სიმძიმისა და ხარისხის დანაშაულებთან მიმართებაში, სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.

„ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები მუდმივად და პერმანენტულად იდგმებოდეს და, მეორე მხრივ, მუდმივად გვახსოვდეს ის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს დასახული: ეს გახლავთ მკაცრი ნარკოპოლიტიკის შენარჩუნება დანაშაულის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მაგალითად, ნარკოტიკების გასაღების დანაშაული,“- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, უშუალოდ ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით, მიდგომა ადეკვატური იყოს.

„ასევე მნიშვნელოვანია ნარკოდანაშაულის ახალი გავრცელების ზოგადი პრევენცია – ახალი მომხმარებლების ქვეყანაში არარსებობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსური მიდგომა, რომელსაც ზოგადად ეს დარგი საჭიროებს, კვლავაც გაგრძლდეს. ამ მიმართულებით გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს ის კანონპროექტი, რომელიც გუშინწინ ბიუროზე დაინიცირდა და, შესაბამისად, უახლოეს მომავალში მის ირგვლივ დისკუსია დაიწყება. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g