გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 30 ოქტომბრიდან ამინდი გაუარესდება. ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. 30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა. ქვეყნის უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.