28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
მეუფე იაკობი საკვირაო წირვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ადამიანის ციხიდან გამოშვება სასიხარულო მოვლენაა ადამიანის ციხიდან გამოშვება სასიხარულო მოვლენაა იმიტომ, რომ თვითონ მას უხარია, ოჯახს უხარია, მის ბევრ ახლობელს უხარია. როგორც იცით, ამ დღეებში, ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან, მელაშვილი და ილიჩოვა და შემდეგ, ტელევიზიაშიც მივიდნენ. როცა გამოვიდა, საოცარი რამ მოვისმინე – კაცი უმაღლესი ხელისუფლის ხელში იყო, ჯერ შევარდნაძე, მერე სააკაშვილი, შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება. ეს რომ აზერბაიჯანის კომისიაში გაეკეთებინა ვინმეს, წარმოიდგინეთ, სად იქნებოდა დღეს. შე დალოცვილო, მერე კიდევ რომ ცდილობ ასეთი ადამიანის გამართლებას…
როგორ არის ეს ტერიტორია სხვისი, როდესაც მე 2001 წელს წავედი მონასტერში, მანამდე გარეჯში დავდიოდი 4 წელი. ჩვეულებრივ ავდიოდი. ავიდეს, თამარ მეფის ფრესკა იქნებ არის იქ… კარგად ნახოს…როდის იყო ბოლოს და ვინ ცხოვრობდა იქ.
ეს არის ქვეყნების დასალაგებელი და ტრაგედია მისი ასეთი ქცევა კი არ არის… ერთი კაცია და არაფერი… უბრალოდ მე რა დავინახე – გამოვიდა და ვიღაცას უთხრა, ხომ მაგარი ტიპი ვარ, ვამბობ, რომ ეს ქართველების არ არის და აზერბაიჯანელებისაა.
საერთოდ, საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, რუსულად გველაპარაკება. ასეთ საქმეებს ვის ანდობ?! ერთი იძახის წინასწარ განზრახულად, რომ სხვისია ეს მიწა. ვინ გეკითხება?! არავის უნდა ციხეში რომ იყოს, მაგრამ…
თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ ცივილიზებულად და მოხდეს ისე, რომ ორივე მხარე მადლობელი დარჩეს. თუ არ დაიბრუნებენ ესენი, რაც ჩვენია, იქნება ჩვენი, გპირდებით“, – ამბობს მეუფე იაკობი.
დავით გარეჯი საქართველოა! ისტორიაში „გაჭედილი“ სამართლის ქრონოლოგია