LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკა” ევროკავშირს დამატებით 9 მილიონ დოზას მიაწვდის

60
FORTUNA.GE- (5)

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია “ასტრაზენეკა” ევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინის დამატებით დოზას მიაწვდის.

ცნობილი ხდება, რომ გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს, “ასტრაზენეკა” დაგეგმილზე 9 მილიონით მეტი დოზით უზრუნველყოფს.

ვაქცინის დამატებით დოზებს კომპანია ევროკავშირს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადასცემს და მისი რაოდენობა, ჯამში, 40 მილიონი იქნება. ამის შესახებ კომისიამ კვირას განაცხადა.

მარტის დასაწყისამდე Pfizer-ის ვაქცინას ავითვისებთ – შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია – ამირან გამყრელიძე

მოგვიანებით კი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც:

“გასული კვირის შეთავაზებასთან შედარებით, ასტრაზენეკა ევროკავშირს ვაქცინის 9 მილიონ დამატებით დოზას მიაწვდის და მიწოდება დაიწყება დაგეგმილზე ადრე.” – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ კომპანია ევროპაში წარმოების შესაძლებლობებს გააფართოვებს.

შეგახსენებთ, გასულ თვეში “ასტრაზენეკამ” განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემების გამო, მარტის ბოლომდე შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინის დაპირებული რაოდენობით ვერ მოემარაგებინა.

მოგვიანებით, ევროკავშირში განაცხადეს, რომ ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებდნენ. ორგანიზაციამ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები შეახსენა და მოუწოდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები დაეცვა.

ამის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გუნდი მუშაობდა ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და მიყვებოდა მისი გადანაწილების გეგმას, შესაბამისად, ვაქცინის გადანაწილებაც სამართლიანად მოხდებოდა.

გუნდი მუშაობს ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და მიყვება მისი გადანაწილების გეგმას: “ასტრაზენეკას” პასუხი ევროკავშირს

მწარმოებლებმა შეფერხების მიზეზებიც განმარტეს და თქვეს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან კონტრაქტი სამი თვით ადრე გაფორმდა, ხოლო დანარჩენმა სახელმწიფოებმა განაცხადი მოგვიანებით შეიტანეს, ამან კი საკმარის დოზებთან დაკავშირებით, პრობლემები წარმოქმნა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g