LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტის დასაწყისამდე Pfizer-ის ვაქცინას ავითვისებთ – შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია – ამირან გამყრელიძე

204
ფორმულა

ვფიქრობთ, რომ  ქვეყანაში თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, Pfizer-ის ვაქცინა. შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე.

„გვიან გაზაფხულზე, კოვაქსის პლატფორმაზე იქნება დაახლოებით, ხუთი ვაქცინა. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი და ისეთი ხელშეკრულება გვაქვს, რომ შეგვიძლია, ავარჩიოთ ვაქცინა. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, Pfizer-ის ვაქცინა. შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია. ამ ეტაპზე, რუსულ ვაქცინას არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და არც სხვა მარეგულირებლების ავტორიზაცია, მხოლოდ- რუსეთია. ის COVAX-პლატფორმაზე განთავსებული არაა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება“, –  აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, პირველი 3 თვის განმავლობაში არ აიცრებიან.

„ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ჩვენი ბოლო რეგულაციებით დადგენილია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს არ აიცრება. ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

პრემიერი: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g