LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას პანდემიის პირობებში მშვიდობიანი და თანმიმდევრული განვითარება სჭირდება, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი – თამარ ტალიაშვილი მანდატების არგაუქმებაზე

121
1607943266-თამარ-ტალიაშვილი2

„ქვეყანას პანდემიის პირობებში მშვიდობიანი და თანმიმდევრული განვითარება სჭირდება, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, პარლამენტის გადაწყვეტილება 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატების არგაუქმების შესახებ გუნდური მუშაობის და ბევრი ფიქრის შედეგად მიიღეს.

დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმება არის არაკონტიტუციური, ეს კანონდარღვევაა: ვახტანგ ხმალაძე

„დღევანდელი გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზული ფიქრის შედეგად შეჯერდა, ეს მიზეზი და ინტერესი არის ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და დემოკრატიული პროცესების გაგრძელება.

გადაწყვეტილება მივიღეთ იმ მანდატით, რაც მოგვცა ხალხმა. ქვეყანას პანდემიის პირბებში სჭირდება მშვიდობიანი და თანმიმდევრული განვითარება. სწორედ ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი“,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ინჯია და ელისაშვილი ამ რეალობას ვერ შეცვლის: სერგი კაპანაძე

შეგახსენებთ, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება – “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

mazda magti 5g