საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა 10 ივლისიდან უნდა დაიკავოს.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“,- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომელზეც თამარ ტალიაშვილს ხატია წილოსანი შეცვლის.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურა უკვე წარუდგინა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია წილოსანის კანდიდატურა“,- წერია განკარგულებაში.