LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: საინტერესოა, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აპირებს თუ არა მთავრობასა და პარლამენტს “ქამრები შემოუჭიროს”

96
FORTUNA.GE- (6)

ამ შენობაში მუშაობა კარგი და კომფორტულია, მაგრამ გარეთ სულ სხვა რეალობა გვაქვს, სადაც ძალიან უჭირს ხალხს”.  – ასე მიმართა პარლამენტის ახალმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

საკონსტიტუციო ორგანოში პლენარული სხდომა არჩილ თალაკვაძის ანგარიშის მოსმენით დაიწყო. მას კი ელისაშვილმა მოგვიანებით კითხვით მიმართა, თუ რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, რა უნდა გააკეთოს საკანონმდებლო ორგანომ და რამდენად კრიტიკული იქნება მთავრობის მიმართ:

“მთავარი პოლიტიკური ორგანო არის პარლამენტი, შესაბამისად, პარლამენტმა ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს მთავრობას ყველაფერზე პასუხი, მათ შორის, იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი, ღატაკი ქვეყნის მთავრობა”. – თქვა ელისშვილმა.

მან ასევე პარლამენტისა და ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, როდესაც “ქართული ოცნება” საარჩევნო ცვლილებებს იხილავდა, ოპოზიცია კი სხდომათა დარბაზში არ იყო წარმოდგენილი:

მანდატების შეწყვეტის საკითხი შეიძლება ნებისმიერ წუთს დადგეს, მათ შეუძლიათ თავიდან შემოიტანონ განაცხადები: სოზარ სუბარი

“ბოლო დროს ოპოზიციის კრიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ ეს გაუგებარი იყო, რადგან ამისთვის ვიბრძოდით, ამისთვის ვჩხუბობდით და რასაც ვუყურებდი, ძალიან უცნაური სურათი იყო, რომ “ქართული ოცნება” და უცხოელი ელჩები მონაწილეობდნენ მხოლოდ საარჩევნო ცვლილებების განხილვაში”. – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ხელისუფლების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის: კელი დეგნანი

 

magti 5g