LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » "მოქალაქეები"

"მოქალაქეები"

„მოქალაქეები“ პარლამენტს ასარჩევად სახალხო დამცველის ყველა – 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს

არ ვაპირებთ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას, რადგან ძირითადად იაგო ხვიჩიას გარდა, არავის ვიცნობ, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და ივანიშვილი დაბრუნდეს“ – „გირჩი“ და „მოქალაქეები“ განცხადებას ავრცელებენ

"იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია" - აღნიშნულია მიმართვაში.

იოსელიანი: “ოცნების” არ მჯერა-მეთქი, რომ ვთქვა, სახლში წავიდე და ეს ზაფხული ძალიან კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება?

"ხალხი რომ მკითხავს, რა გავაკეთე 12 პუნქტის შესასრულებლად, პასუხი უნდა მქონდეს, სად, რა დავაყენე" - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ელისაშვილი: მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფარმაცევტული ბიზნესის საპატრონოდ „ნაცების“, ხან „ოცნების“ კვოტით დეპუტატდება და მხოლოდ წამლების ფასებს აძვირებს.. გამჩენი არ ასვენებს

"ტრენდად იქცა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ "ჩააფლავებენ", ან არანაირი გეგმა არ აქვთ კრიზისის განმუხტვის, მაშინვე იწყება ჩვენზე ყველაფრის გადმობრალება" - წერს ალეკო ელისაშვილი.

იოსელიანი ოქრიაშვილს: კახა, ჯიგარო, 2012 წლამდე “ნაცი” იყავი, 2016-ში “გაქოცდი”, 2020-ში ისევ “განაცდი” და 2024-ში ისევ “ქოცობა” გიწევს, მოდი, ისე ნუ იზამ, უკან მოსაბრუნებელი პირი არ დაიტოვო

კახა ოქრიაშვილის დღევანდელი განცხადების მიხედვით - "დიდი ხანია "ოცნება" ელისაშვილის პარტიას და "გირჩს" ოპოზიციად ასაღებს, თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის "ოცნების" ისეთივე ნაწილია, როგორც ახლახან დაფუძნებული "ყაველაშვილის ტრიო".