LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფარმაცევტული ბიზნესის საპატრონოდ „ნაცების“, ხან „ოცნების“ კვოტით დეპუტატდება და მხოლოდ წამლების ფასებს აძვირებს.. გამჩენი არ ასვენებს

119
ing (1)

ლევან იოსელიანისა და ვახტანგ მეგრელიშვილის შემდეგ, პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერის, კახა ოქრიაშვილის დღევანდელ განცხადებას “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც ეხმიანება.

ოქრიაშვილი: დიდი ხანია “ოცნება” ელისაშვილის პარტიას და “გირჩს” ოპოზიციად ასაღებს, თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის “ოცნების” ისეთივე ნაწილია, როგორც ახლახან დაფუძნებული “ყაველაშვილის ტრიო”

როგორც ელისაშვილი წერს, დიდი ხანია, შეეშვა პოლიტიკურ კინკლაობებას, თუმცა დასძენს, რომ კახა ოქრიაშვილს “გამჩენი არ ასვენებს”.

“დიდი ხანია შევეშვი მსგავსი ტიპის პოლიტიკურ კინკლაობებს, მაგრამ ამ კაცს, როგორც ჩანს, გამჩენი არ ასვენებს.

2020 წელს ხუნდაძესთან ერთად, “მაჟორიტარების ამბოხის” მომწყობი კახა ოქრიაშვილი მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს, თან ის ადამიანი, საკუთარი ფარმაცევტული ბიზნესის საპატრონედ, ხან ნაცების და ხან ოცნების კვოტით რომ დეპუტატდება და მისი ყოველი სადეპუტატო რაუნდისას, ხალხის გაღარიბების ხარჯზე, წამლების ფასებს რომ აძვირებს მხოლოდ.

მოკლედ, ტრენდად იქცა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ “ჩააფლავებენ”, ან არანაირი გეგმა არ აქვთ კრიზისის განმუხტვის, მაშინვე იწყება ჩვენზე ყველაფრის გადმობრალება. გეგონება, რამე არნახული გეგმა ჰქონდეთ დადებული და ვინმე უწუნებდეს.

მეგობრებო, 6 თქვე გვაქვს და ამ ექვს თვეში 12-პუნქტიანი დავალება შესასრულებელი!!!” – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა დაწერა, რომ “დიდი ხანია “ოცნება” ელისაშვილის პარტიას და “გირჩს” ოპოზიციად ასაღებს, თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის “ოცნების” ისეთივე ნაწილია, როგორც ახლახან დაფუძნებული “ყაველაშვილის ტრიო”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები