ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.
ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. ცენტრალური პარკი ორ საუკუნეზე მეტს ხანს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ფოთელების თავშეყრის, კულტურული და პოლიტიკური აქტივობების ძირითადი ადგილი იყო.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, გასულ წელს დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.