სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელიც მეკო კვაჭანტირაძემ განათავსა ‘ფეისბუქზე” ვიდეოში ჩანს, რომ ონლაინგაკვეთილს, ბავშვის მაგივრად, ძაღლი ესწრება. “სანდროსი რა მოგახსენოთ და ბიმი კი ესწრება ქართულს“, წერს ხუმრობით ვიდეოს ავტორი. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი აღნიშნავს, რომ ძაღლი გაკვეთილს დიდი გულისყურით უსმენს.