LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 43 წლის ჯავშნიანი Volkswagen Beetle ახალ მფლობელს ეძებს

182
jk20234

აუქციონის სახლმა Get Your Classic გასაყიდად უჩვეულო ლოტი გამოიტანა – ორიგინალი Volkswagen Beetle, რომელიც 1978 წელსაა გამოშვებული და ერთხელაც არ რესტავრირებულა. გარდა ამისა, ავტომობილი მთლიანად დაჯავშნილია, ის ბოლონიის მკვიდრს ეკუთვნოდა და მამაკაცი თავს მაფიისგან იცავდა.

1970–ანი წლების ბოლოს იტალიური მაფია მდიდარი ოჯახების წევრებს იტაცებდა, რათა შემდეგ მათ სანაცვლოდ გამოსასყიდი მოეთხოვა. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელებული ჩრდილოეთ იტალიაში იყო, სადაც ცხოვრობდა კიდეც „ხოჭოს“ მეპატრონე. ტრადიციულად, გატაცება სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ან სკოლაში ხდებოდა, თანაც ხშირად ბავშვები პირდაპირ ავტომობილებიდან მიყავდათ ხოლმე, სწორედ ამიტომ Beetle–ს მფლობელმა მეტი უსაფრთხოებისთვის ფული არ დაზოგა.

ავომობილის კაპოტი და კარები სქელით რკინითაა დაფარული, რომელიც მას ცეცხლსასროლი იარაღისგან და აფეთქებისგან იცავს. ამასთან, კარის შემთხვევაში ისეთი ტექნოლოგია გამოიყენეს, რომ ბოროტმოქმედს მისი გარედან გაღება არავითარ შემთხვევაში არ შესძლებოდა. მინებიც რაღა თქმა უნდა, ტყვიაგაუმტარია. განახლებამ ავტომობილის წონა 300 კილოგრამით გაზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჭესთან ეს წონა დიდად არ იგრძნობდა.

Beetle–ს ძრავი სტანდარტულია – 1200 კუბამეტრის 34 ცხენის ძალის სიმძლავრის აგრეგატი. 42 წლის განმავლობაში Volkswagen Beetle–მა 45 ათას კილომეტრზე მეტის გავლა მოასწრო. ლოტის საწყისი ღირებულება 35–დან 45 ათასამდე ევრო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g