LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ემა ქორინის რეაქცია, როცა გაიგო, რომ პრინცესა დაიანას როლისთვის „ოქროს გლობუსზე“ წარადგინეს

250
news2333435

ახალგაზრდა მსახიობი ემა ქორინი მსოფლიომ სერიალ „გვირგვინის“ მეოთხე სეზონიდან გაიცნო, სადაც მან პრინცესა დაიანას როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსებმა სერიალის ამ სეზონს საუკეთესო უწოდეს და ემა ქორინის შესრულებასაც უმაღლესი შეფასება მისცეს. გუშინ კი ემა ქორინი „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა შორის მოხვდა. დრამატულ სერიალში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ასევე წარდგენილნი არიან ოლივია კოლმანი, ჯოდი კომერი, ლაურა ლინი და სარა პოლსონი.

ნომიანანტები ონლაინრეჟიმში სარა ჯესიკა პარკერმა და ტარაჯი ფი ჰენსონმა  დაასახელეს. ემა ქორინმა თავად განათავსა ვიდეო „ინსტაგრამზე“, როგორ შეხვდა ის ნომინაციაში დასახელებას. 25 წლის მსახიობი ტელევიზორს სახლიდან ადევნებდა თვალს და მისი სახელის გამოცხადების დროს ემოციების შეკავება ვერ შეძლო. ის ფეხზე კივილით წამოხტა და მეორე ოთახში გავარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g