LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის ნიშნად, გიდები ყველა მსურველისთვის უფასო ტურებს ჩატარებენ

114
233816347

გიდი ალექსანდრე გიორგიძე შაბათს, 6 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, ყველა მსურველისთვის უფასო ტურების ჩატარებას აანონსებს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებაში კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„შაბათს – 6 თებერვალს პარლამენტის წინ 14:00 საათზე ყველა დარგის წარმომადგენელი, ვისზეც ვრცელდება შეზღუდვები, თავის პროტესტს გამოთქვამენ არსებული შეზღუდვების წინააღმდეგ. ჩვენ – გიდები, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ვიზიარებთ და ვართ ერთ-ერთი ორგანიზატორები ამ პროტესტის და შაბათს დილას, 11:00 საათზე შევიკრიბებით მეტეხის ეზოში და დავაანონსებთ უფასო ტურს “რეალური და ალტერნატიული თბილისი”. ასევე, იგეგემება 12:00 საათზე “ღვინის ტურის” ორგანიზება კონკასთან, რომელსაც გიდი ალექსანდრე პაიკიძე გაუძღვება“, – ამბობს გიორგიძე.

მისივე თქმით, ტურები, დაახლოებით, 2 საათიანი იქნება, რის შემდეგაც, მსვლელობით შეუერთდებიან საპროტესტო აქციას პარლამენტთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g