Borusan Makina ქართველ მომხმარებელს CAT-ის სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს.
კომპანია ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ბრენდის CAT-ის ექსკულზიური და ოფიციალური დილერია. მისი საქმიანობა კი მოიცავს CAT-ის სამშენებლო ტექნიკისა და დიზელ-გენერატორების დისტრიბუციას, ამასთან გაყიდვების შემდგომ ოპერაციებს.
როგორც ”ფორტუნას” Borusan Makina -ს რეგიონალური მარკეტინგის მენეჯერმა, ლევან მელაძემ განუცხადა, კომპანიას ადგილობრივი მომხმარებლისთვის CAT-ის პროდუქციის (სამშენებლო ტექნიკისა და დიზელ-გენერატორების) სრული დიაპაზონის შეთავაზება შეუძლია.
”რაც შეეხება ზოგადად ახალი სამშენებლო ტექნიკის ქართულ ბაზარს, ის ნელ-ნელა ვითარდება. მოთხოვნა ახალ სამშენებლო ტექნიკაზე მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. ჩვენს კომპანიას ამ ბაზრის 18% უკავია. CAT-ის პროდუქციას კონკურენტებისგან უპირველეს ყოვლისა გამოარჩევს ხარისხი, საიმედოობა, პროდუქტიულობა და სამუშაო რესურსი”, – აცხადებს ლევან მელაძე.
მისივე ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან კომპანია მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებაზე ფასდაკლების აქციასაც სთავაზობს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.
ცნობისთვის, Borusan Makina ქართულ ბაზარზე 20 წელია წარმოდგენილია და სამ ფილიალს ფლობს. სათაო ოფისი განთავსებულია კახეთის გზატკეცილზე, 118 ნომერში, მეორე ფილიალი- ამერიკა-საქართველოს მეგობრობის გამზირი 13 -ში (ამერიკის საელჩოსთან), ხოლო მესამე ფილიალი ქ. ბათუმში, ორბელიანის #8.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ლევან მელაძე ამბობს, კომპანია კვლავაც გააგრძელებს საკუთარი მომხმარებლების კმაყოფილების დონის ამაღლებას ახალი, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებით.