LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანი: „უფალმა ინება და შვილს ველოდებით“

892
andriagvelesiani20102

მსახიობები ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველ შვილს ელოდებიან. ანდრიამ ჟურნალ „სარკესთან“ ამ დიდი ბედნიერებისა და მოლოდინის შესახებ ისაუბრა.

ანდრია გველესიანი:

„როცა გვეკითხებოდნენ ამ თემაზე, ვპასუხობდით, რომ ჯერ თავადაც ბავშვები ვიყავით, არ გვეჩქარებოდა და ორიენტირებულები ვიყავით პროფესიაზე. ახლა უფალმა ინება და ეს დროც დადგა. სქესი ვიცით, უბრალოდ, ჯერ გამხელა არ გვინდა…

მაიკო ძალიან კარგი ორსულია, ბევრს დავდივართ, ვვარჯიშობთ, ისეთი აქტიურია, ზოგჯერ მე ვახსენებ, რომ ორსულად არის და ცოტა გაუფრთხილდეს თავს. ჩვენთან ერთად არის ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრი, ძაღლი, კანეკორსო, სახელად ჯესი, რომელიც მაიკოს ვაჩუქე“.

ფოტო: რეზი ქარცივაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები