მსახიობ ნუგზარ ყურაშვილს „ახმეტელის თეატრში“ გამოემშვიდობნენ.
თეატრში მსახიობები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები და არაერთი ემოციური ამბავი გაიხსენეს.
მსახიობის გარდაცვალებას ეხმაურება ანდრია გველესიანი და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დიდი ხანია ასე, არავის წასვლა არ განმიცდია..
იმიტომ, რომ თვითონ იყო განსაკუთრებული ადამიანი და შენც განსაკუთრებულად გაგრძნობინებდა თავს..
ეს დღეებია ვცდილობ გავუმკლავდე მისი წასვლით
მოსულ ემოციების ქარიშხალს ჩემში რომ ტრიალებს, მაგრამ ვერ ვერევი და ბავშვივით მეტირება..
დიდი არტისტი იყო და ამავდროულად დიდი ადამიანი..
„ადამიანი ურთიერთობა არის, სხვა არაფერიო“ ასე იტყოდა.. და მართლა ასე ცხოვრობდა , შენთან ურთიერთობაში დებდა სრულად თავის თავს და თავის გრძნობებს..
გულწრფელი იყო და ტიტანური ენერგიის მატარებელი.. და ეს უყვარდა სხვაშიც..
საოცარი იუმორი ქონდა და საოცარი ნიჭი ადამიანებთან კავშირის..
გამორჩეული გულშემატკივარი იყო ჩემი და ყველა ახალგაზრდის..
რამდენი რამის დაწერა და გახსენება მინდა რა მოთვლის..
ლეგენდა ხართ ბატონო ნუგზარ და ვამაყობ თქვენთან ურთიერთობით.
აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს,“ – წერს ანდრია გველესიანი.
