LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში “ბუდაპეშტის” მშენებლობის სამუშაოები შეჩერდა

135
cms-image-000021120

ვაკის პარკში, სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის სამუშაოები შეჩერდა – ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” თბილისის მერიაში დაუდასტურეს. 

როგორც  თბილისის მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, ინვესტორმა სასამართლო პროცესი 2018 წელს მოიგო, რის შემდეგ მას ნებართვის მოქმედების ვადა ამოეწურა და შესაბამისად, სამუშაოების წარმოებაც უკანონოა. მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ვიდრე ინვესტორი მერიასთან მოქმედების ვადას არ განააახლებს, მას სამუშაოების წარმოების უფლება არ აქვს.

“ამ ეტაპზე მას მოქმედების ვადა არ გააჩნია და შესაბამისად, სამუშაობი უნებართვო იყო. იცით, რომ ადგილზე მუნიციპალური  ინსპექცია უკვე მისული იყო და ინვესტორს სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდა. ის დაემორჩილა მოწოდებას და  ამ ეტაპზე სამუშაოები გაჩერებულია. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, ამ 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტერიტორიაზე საუბარი იყო, თუმცა, ყველა გარიგებაზე უარი ითქვა, ამიტომ ვნახოთ, ეს მიმდინარე პროცესია და დრო სჭირდება. ვიცე-მერმაც აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრში ძალიან რთულია ამხელა აქტივის მოძებნა”, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობა დაიწყო

შეგახსენებთ, რომ ინვესტორმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა დღეს დილით განაახლა. ამის შესახებ მედიას  სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ადგილზე მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასწყებულია. ინვესტორმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ადგილზე დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და ინვესტორს უნებართვო სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g