LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვაროვკის“ ათასობით კრისტალით გაწყობილი ნამუშევრები ქართული ბრენდისგან (ვიდეო)

319

ქართველი დიზაინერი დების ულამაზესი ზედა და ფეხსაცმელი, რომელიც „სვაროვსკის“ ათასობით კრისტალისგან არის შექმნილი, ახალხან გამოქვეყნდა ბრენდის „Mach & Mach“ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე.

ქართული ბრენდი ბოლო დროს საზღვარგარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი რამდენიმე ლუქით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე ცნობილი პოპმომღერალი კეტი პერი. მას „მაჩ ენდ მაჩის“ კოლექციიდან წითელი ბრჭყვიალა ორეული თავის ახალ კლიპშიც აცვია, რომელიც სიმღერაზე „Swish Swish“ გადაიღო.

ახლახან ბრენდს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ჰქონდა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე ჯერ მოსკოვში, შემდეგ – თბილისში. დებმა ულამაზესი მბზინავი ნამუშევრები წარმოადგინეს. მათი ხელწერა ბრჭყვიალა ქსოვილების ინტენსიურად გამოყენებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g