LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს არ დაელაპარაკა

100

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზია-წყნარი ოკეანეს ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ლიდერების საზეიმო მიღების დარბაზი ისე დატოვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ დალაპარაკებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დარბაზი მიღების ცერემონიის დასრულებამდე დატოვა. მან მხოლოდ რამდენიმე ფოტო გადაიღო სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ვახშმობის დროს დონალდ ტრამპი, ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მაგიდასთან მსხდომ მეზობლებს გაესაუბრა.

მანამდე ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს კოლექტიური ფოტოგადაღების ცერემონიაზე შეხვდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. შემდეგ ისინი სავახშმოდ გაემართნენ, სადაც ერთმანეთის შორიახლოს ისხდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g