LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდგომარეობა სტაბილურად  მძიმეა – რას ამბობს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობაზე

168
levan ratiani

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

რატიანი თქმით, მსახიობს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და ამ ეტაპზე მათი გამწვავება მოხდა.

„ბატონი კახი კავსაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა, დაახლოებით 4-5 დღის წინ. მდგომარეობა კრიტიკული იყო. სახეზე იყო მისი ძირითადი დაავადებების გართულებები. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ძილიანობა,  ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად შეიძლება მკურნალობა დადებითად ჩაითვალოს. მისი მდგომარეობა სტაბილურად  მძიმედ ფასდება. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, ძირითადი დაავადებების გამწვავებები ლიკვიდირებული იქნება და დაახლოებით ერთ კვირაში გაეწერება ბატონი კახი კლინიკიდან“, – აცხადებს ლევან რატიანი „ტვ პირველთან“ საუბარში.

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციაში იმყოფება

შეგახსენებთ, გასულ წელს 82 წლის მსახიობმა კორონავირუსი  გადაიტანა. მისი მდგომარეობა 28 ნოემბერს დამძიმდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 82 წლის მსახიობი ვირუსისგან 16 დღეში განიკურნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g