LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება: მიხეილ სარჯველაძე

66
სარჯველ

”ქართული ოცნების” მხრიდან, პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის ყველა კონსტიტუციური შეთავაზება დაყენებულია და ახლა ოპოზიციის ჯერია. ამის შესახება, ”ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს, არასწორია.

”არასწორია შეფასება, რომ მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით შეიძლება ხელს არ ვუწყობდეთ. პირიქით, მთავარი გზავნილი, რომელსაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ამბობს, ესაა მოლაპარაკების გზით საკითხების გადაჭრა. დღის წესრიგში ეს რჩება მთავარ საშუალებად პოლიტიკური პროცესების წარმართვისა, განსხვავებით გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან, რომელთაც მართლაც აქვთ სრულიად დესტრუქციული დღის წესრიგი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ამას მკაფიოდ აღიქვამს. ყველა კონსტიტუციური შეთავაზება, რაც შეიძლება ყოფილიყო, პოლარიზაციის განმუხტვისთვის, შეთავაზებულია ”ქართული ოცნების” მხრიდან და ჯერი ოპოზიციაზეა”. – განაცხადა, მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება, მოლაპარაკება არ არის.

”თუ ვინმეს გონია, რომ მოლაპარაკება ნიშნავს ულტიმატუმის დაყენებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოლაპარაკებას, თუ ულტიმატუმი შესრულდება, ის ამ შემთხვევაში მწარედ ცდება. ეს არ არის მოლაპარაკება. მოლაპარაკება არის პროცესი, როდესაც მხარეები უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი იპოვონ სართო ხედვის წერტილი. ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური”. – განაცხადა, დეპუტატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g