LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსთან ექსპორტის ზრდა განიხილება

28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს ვლადიმირ კოლტოვიჩს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი – 50 პროცენტით გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ბელარუსის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი, რათა გაგრძელდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები