LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გაასაღებენ კომპრომისად იმას, რაც ხელში არასდროს სჭერიათ: მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს

67
მამუკა მდინარაძე

“ულტიმატუმის დაყენება ნიშნავს, რომ მათი მიზანი არ არის შედეგის მიღწევა. როგორც კი ულტიმატუმის ენა შემოდის მოლაპარაკების მაგიდაზე, მოლაპარაკებას პერსპექტივა ეკარგება”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თამჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკებათა მაგიდიდან არასდროს, არსად წასულა, პირიქით როგორც მან აღნიშნა, “იქ ვართ  ყველანი განწყობითაც და პასუხისმგებლობითაც.”

მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ გაასაღებენ კომპრომისად იმას, რაც ხელში არასდროს სჭერიათ. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას არ შეეძლო ისეთი მასშტაბური აქციის დაორგანიზება 25 თებერვლისთვის, აქედან გამომდინარე ეს გადადო, თუმცა გადაწყვეტილება იმის გამო არ მიუღია, რომ კომპრომისზე წასულიყო.

„ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ყველა საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხები გავეცით და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და ბოლოს ისიც კი ვუთხარით, კი ბატონო, რიგგარეშე არჩევნებზე მოვდივართ თუ 1%-იან გადახრას ნახავთ-თქო და ესეც არ უნდათ. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არსად წასულა არასდროს მოლაპარაკებათა მაგიდიდან, იქ ვართ ყველანი განწყობითაც და პასუხისმგებლობითაც, შესაბამისად, ახლა არის რეალურად ჯერი ოპოზიციაზე. კომპრომისად იმას კი ნუ გაყიდიან, რაც არ ჰქონიათ რეალურად ხელში, მათ არ ჰქონდათ პერსპექტივა, რომ დაეორგანიზებინათ აქცია და შესაბამისად, ახლა ამ აქციის გადადებას კომპრომისად ყიდიან. – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g