American Music Awards-ის ცერემონია ტრიუმფალური გამოდგა კიტ ურბანისთვის. მუსიკომა ერთდროულად 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ის წლის ქანთრი შემსრულებელი გახდა. ასევე მას სპეციალური პრიზი საუკეთესო ქანთრი-ალბომისა და ქანთრი-სიმღერისთვის გადასცეს. თავად კიტ ურბანი გაოგნებული ჩანდა ამ ტრიუმფალური გამარჯვებით. მან სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული მადლობა მეუღლეს, ნიკოლ კიდმანს გადაუხადა, რომელიც ემოციურად გულშემატკივრობდა მეუღლეს დარბაზიდან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურბანი-კიდმანის წყვილი ცერემონიის მთავარი გმირები გახდნენ. საინტერესოა, რომ მსახიობმა ჯასტინ ჰარტლიმ, კიტ ურბანისთვის განკუთვნილი 2 პრიზი პირდაპირ ნიკოლს გადასცა.
რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, ღონისძიების ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა, რომელმაც 5 მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა.
გამარჯვებულთა სრული სია:
წლის არტისტი, წლის ვიდეო, წლის Soul/R&B ალბომი, წლის მომღერალი მამაკაცი, საუკეთესო Soul/R&B სიმღერა – ბრუნო მარსი
წლის ჯგუფი – Imagine Dragons
წლის ალტერნატიული ჯგუფი – Linkin Park
წლის დუეტი – ლუის ფონსი, Daddy Yankee, ჯასტინ ბიბერი
საუკეთესო პოპ/როკ შემსრულებელი ქალი – ლეიდი გაგა
საუკეთესო პოპ/როკ სიმღერა – (Despacito), ლუის ფონსი, Daddy Yankee, ჯასტინ ბიბერი
პრიზი მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – დაიანა როსი
წლის ქანთრი შემსრულებელი მამაკაცი – კიტ ურბანი
წლის ქანთრი შემსრულებელი ქალი – კერი ანდერვუდი
წლის ქანთრი-ჯგუფი – Little Big Town
წლის ქანთრი-ალბომი – “Ripcord”, კიტ ურბანი
წლის ქანთრი-სიმღერა – “Blue Ain’t Your Color”, კიტ ურბანი
საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – Drake
საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ ალბომი – Kendrick Lamar “DAMN.”
საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ სიმღერა – DJ Khaled feat. Justin Bieber, Quavo, Chance the Rapper and Lil Wayne “I’m the One”
წლის მომღერალი ქალი- Beyoncе
წლის როკ-ჯგუფი – Linkin Park
წლის მომღერალი მამაკაცი – შონ მენდესი
წლის საუკეთესო ლათინო-შემსრულებელი- შაკირა
წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკა – The Chainsmokers
საუკეთესო საუნდტრეკი – „მოანა“