ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არც ერთი მოადგილე არ შეცვალა.
ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი თაბუაშვილი დარჩა. მოადგილის თანამდებობები შეინარჩუნეს – გიორგი კაკაურიძემ, ნიკოლოზ გაგუამ, ცოტნე ყავლაშვილმა, ლაშა ხუციშვილმა და ლერი ბარნაბიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ პრემიერმინისტრის ბრძანებები საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.